LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს დაცული ტერიტორიები აბსოლუტურად ღირსეული შენამატია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში: სალომე ზურაბიშვილი

52
სალომე-ზურაბიშვილი

საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორიისთვის ​ UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ ეხმიანება.

მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა, ასევე კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

როგორც ზურაბიშვილი წერს, „დაცული ტერიტორიები აბსოლუტურად ღირსეული შენამატია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში“.

„გასულ წელს ამ ულამაზესი და უნიკალური ეკოსისტემის მონახულება უდიდესი გამოცდილება იყო. საქართველოს სიმდიდრის ნაწილი, რომელიც ყველამ უნდა აღმოვაჩინოთ, შევინარჩუნოთ და დავიცვათ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „twitter“-ზე.