საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა,- ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, მწვრთნელებს უშუალოდ თვითონ ესაუბრა. ქევხიშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში შემუშავდება მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი გეგმა.
საქართველოს ნაკრები თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა. საქართველოს ნაკრებს ირაკლი ცირეკიძე ხელმძღვანელობდა.