ეკონომიკური ზრდა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე წლის ბოლოსთვის -3.1 პროცენტამდე დაიკლებს, საქართველოში კი მშპ-ის რეალური შემცირება 2020 წელს სავარაუდოდ -4,8 პროცენტი იქნება- ამის შესახებ საუბარია მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2020 წლის ივნისის თვის ანგარიშში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.0 პროცენტს მიაღწევს.
მსოფლიოს ბანკის ივნისის თვის მიმოხილვაში ყურადღება გამახვილებულია ტურიზმის სექტორზეც. ტურისტების მთლიანი რაოდენობა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში დაეცა, მაგრამ აღნიშნულის გავლენა შეიძლება იგრძნობოდეს ყველაზე მეტად ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: საქართველო, ალბანეთი, ხორვატია, მონტენეგრო და თურქეთი, სადაც ტურიზმზე მშპ-ის მნიშვნელოვანი წილი მოდის.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა წელს 4% იქნება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კი – საქართველოში 2020 წელს 5.1%-იანი რეცესიას ვარაუდობს.
