LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში  თურქეთის კულტურული  მემკვიდრეობის გამოფენა გიამართება

864
news45

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში  თურქეთის კულტურული  მემკვიდრეობის გამოფენა გიამართება.  ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება თურქული მატერიალური და არამატერიალური კუტლტურული ძეგლების ამსახველი 63-მდე ნამუშევარი (მათ შორის 10 ფოტო ეძღვნება ქ. სტამბოლში მდებარე თოფქაფის სასახლეს),  რომელიც მომზადებულია იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ.   გამოფენაზე მომსვლელი ვიზიტორები შეძლებენ  მიიღონ მოკლე ინფორმაცია და გაეცნონ თურქეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

გამოფენის გახსნას დაესწრებიან: იუნუს ემრეს სახელობის თბილისის ინსტიტუტის დირექტორი ალი ოღუზჰან იუქსელი, საქართველოში თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი ფათმა ჯერენ იაზღანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფლებამოსილი პირები.

ექსპოზიცია  „თურქული კულტურის ნაკვალევი“, გაიმართება თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით.

გამოფენის მიზანია ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის კულტურული დიპლომატიის ხელშეწყობა, კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება.

გამოფენა  8 ივნის 14.00 საათზე  თბილისის ისტორიის მუზეუმში  გაიხსნება და  16 ივნისამდე გაგრძელდება.

 

 

 

mazda magti 5g