მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ეროვნულ გუნდს დღეს სკოპიეს „ვარდარის“ წევრი ჯაბა ჯიღაური შეუერთდა, ფეხბურთელმა ნაკრებთან სრული დატვირთვით ივარჯიშა.დღევანდელ ვარჯიშამდე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და გუნდის წევრმა ნიკა კვეკვესკირმა უპასუხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 6 ივნისს, 18:00 საათზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ს.კ. „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს.
სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრები 6 ივნისს, ასევე 18 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებს, მედიის წარმომადგენლებს ვარჯიშებზე დასწრება 15 წუთის განმავლობაში შეეძლებათ.
ამხანაგური მატჩი საქართველოსა და სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებებს შორის, 7 ივნისს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი მოლდოვასა და საქართველოს შორის, 11 ივნისს, კიშინიოვში შედგება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია, სამტრედია)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ,ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლაშა დვალი (ირტიში,ყაზახეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო,თბილისი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი,რუსეთი) , ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია,პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, სკოპიე, მაკედონია)
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი),ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი,კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო,თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი,რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი ,უკრაინა)
წყარო: gff.ge