ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით, „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯი არ იქნება, თუკი მისი მთავრობა ქცევას არ შეიცვლის, თუკი მისი მთავრობა უცხოელი აგენტების შესახებ კანონს არ გააუქმებს“.
„იქნება დისკუსია საქართველოს მხარდამჭერი სხვადასხვა ფონდების შესახებ, იქნება დისკუსია შენგენის ვიზების აკრძალვის შესახებ მაღალი დონის თანამდებობის პირებისთვის, მრავალი სხვა ასპექტის შესახებ. ასე რომ, საქართველოსთან დაკავშირებით მდგომარეობა სერიოზულია და მთელი ეს პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რადგან ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას“, – აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.