LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ სამხრეთ კორეულ კომპანიებთან თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა

107
მემორანდუმი

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სამხრეთ კორეულ კომპანიებთან – TP Agro Co.-სა და მის შვილობილ კომპანიასთან Korgreen Ventures, რომლებიც თანამედროვე სათბურებისა და ჭკვიანი აგრარული ტექნოლოგიების მიმართულებით ოპერირებენ.

თანამშრომლობა ითვალისწინებს ქართველი ფერმერებისთვის კორეული ტექნოლოგიების გაცნობასა და სამომავლოდ შესაბამისი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებას.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, კორეის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებს გააცნობს ქვეყანაში სათბურებთან დაკავშირებულ მდგომარეობას – ისინი ეწვევიან როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მდებარე სათბურებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g