საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) გუნდი, ევროპის ფერმერთა და აგროკოოპერატივთა გაერთიანების (COPA-COGECA) მიწვევით, ბრიუსელში მნიშვნელოვანი შეხვედრების სერიაში მონაწილეობდა.
ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, აღმასრულებელი დირექტორი თამარ თორია და აგრიტექისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა მამულაიძე სხვადასხვა საერთაშორისო, წამყვანი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრებისას მხარეებმა განიხილეს აგროსექტორში არსებული გამოწვევები, ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობა, ასევე, აგრიტექ ტექნოლოგიების მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პროცესში და იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
შეგახსენებთ, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია 2014 წლიდან არის ევროპის ფერმერთა და აგროკოოპერატივთა გაერთიანების პრივილეგირებული პარტნიორი.