საქართველოს ძველი ახალი გენერალური პროკურორი ყავს.
საპროკურორო საბჭოში დღეს გამართულ კენჭისყრაზე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე აირჩიეს. საბჭოს მიერ არჩეული შოთაძის კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება.
ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. მან მთავარი პროკურორის თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს დატოვა. გენერალური პროკურორობის კონკურსში, საერთო ჯამში, 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლით აირჩევს. საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა კი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.
ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობის კანდიდატია – კიდევ ერთი მეორედ მოსვლა
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის უმრავლესობის აზრს შოთაძესთან დაკავშირებით, უკვე წინასწარ ცნობილია. უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უმრავლესობა მხარს დაუჭერს.