LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს გერმანიიდან ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერები სტუმრობდნენ

117
გერმანია

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations” ორგანიზებით, საქართველოს გერმანიიდან ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერები სტუმრობდნენ.

ტურების ფარგლებში სტუმრები  კახეთსა და ქართლში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებში იმყოფებოდნენ, სადაც ქართულ ღვინოებს და ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს გაეცნენ.

ტურის მონაწილეების შთაბეჭდილებები და შეფასებები გერმანულ გამოცემებსა და სხვადასხვა ბლოგზე ვრცელდება.

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარი.

ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით გერმანულ მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიური ღონისძიებებით  გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები