LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს

257
BeFunky-collage (4)

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა, ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მასთან ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ჰქონდა.

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს. 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს – გარდაცვალება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g