LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მასშტაბით, 300-მდე მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდება

179
maxresdefault

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კლიმატური ცვლილებების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას.

„ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, სახელმწიფოსა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, განვათავსეთ 2 მეტეოროლოგიური რადარი, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით გვექნება 300-მდე მეტეოროლოგიური სადგური, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზის ხარისხს, მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას და ასევე, მიაწვდის უფრო ზუსტ და მაღალი ხარისხის ინფორმაციას ჩვენ მოქალაქეებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

ამასთან, მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის ხარისხზე დაკვირვების ქსელი ყოველწლიურად ფართოვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g