LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მეტოქეები ერთა ლიგაზე ცნობილია: ეს გზა ყატარის მუნდიალისკენ მიდის

139
3717577-HC2-8171

პირველი ერთა ლიგა ჯერ ბოლომდე არ დამთავრებულა და მეორე ერთა ლიგის წილისყრა უკვე გაიმართა. უეფამ ერთა ლიგაზე გუნდები ამსტერდამში დააწყვილა. საქართველოს ნაკრები პირველ გათამაშებაში წარმატებული გამოსვლის გამო D ლიგიდან C ლიგაში გადაიყვანა და იქაც განთესილებში მოათავსა. აქედან გამომდინარე ავცდით მონტენეგროს, საბერძნეთსა და ალბანეთს. სხვა მხრივ კი სასურველი იქნებოდა სლოვენიის კარგ ნაკრებთან არ აღმოვჩენილიყავით, რისი შანსი საკმაოდ დიდი იყო, თუმცა გაგვიმართლდა და სლოვენიელებს ავცდით.

მოკლედ, წილისყრამ საკმაოდ მისაღები შედეგები დადო და ჩვენი მეტოქეები იქნებიან: ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი და სომხეთი.

აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ჯგუფიდან მხოლოდ და მხოლოდ გასვლაზე უნდა ვიფიქროთ.

 

C ლიგის წილისყრის სრული შედეგები ასეთია:

 

A ჯგუფი

მონტენეგრო, კვიპროსი, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი

B ჯგუფი

საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი, სომხეთი

C ჯგუფი

საბერძნეთი, კოსოვო, სლოვენია, მოლდოვა

D ჯგუფი

ალბანეთი, ბელარუსი, ლიეტუვა, ყაზახეთი

 

წილისყრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი და ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდნენ.

C ლიგის წილისყრაში მონაწილეობა წარსულში ცნობილმა შვეიცარიელმა ფეხბურთელმა ფილიპ სენდეროსმა მიიღო.

 

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 3-5 სექტემბერს დაიწყება და 15-17 ნოემბერს დასრულდება. ფინალური ეტაპი დაგეგმილია 2021 წლის 2-6 ივნისს, ხოლო პლეი ოფის მატჩები – 2022 წლის 24-29 მარტს.

პირველი სამი ლიგის წარმომადგენელი გუნდები შინ და სტუმრად ითამაშებენ. ჯამში ჩატარდება 6 ტური.

ჯგუფის გამარჯვებულები B ლიგაში დაწინაურდება. C ლიგის ოთხი გუნდი, რომლებიც ჯგუფებში მეოთხე ადგილს დაიკავებენ, ერთმანეთს პლეიოფის საშინაო და გასვლითი მატჩებში დაუპირისპირდებიან, ორი დამარცხებული კი D ლიგაში დაქვეითდება.

მომავალი ერთა ლიგის გამარჯვებულებს ყატარში 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი ექნება.

 

A ლიგის ჯგუფების 4 პირველადგილოსანი 2021 წელს გასამართ ფინალში იასპარეზებს. ლიგებში პირველადგილოსნები შემდეგ სეზონში ერთი ლიგით მაღლა იასპარეზებენ. A და B ლიგების ჯგუფების აუტსაიდერები დაქვეითდებიან.

10 ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ ხვდება ყატარში ფინალურ ეტაპზე. კიდევ 3 საგზურის მფლობელი პლეი ოფებით გაირკვევა. ამ პლეი ოფებში ითამაშებს 10 ჯგუფის ყველა მეორე ადგილოსანი, პლუს ერთა ლიგის ჯგუფების 2 საუკეთესო გუნდი (ტურნირის რეიტინგის მიხედვით) მათგან, ვინც პირდაპირ ვერ მოხვდა მუნდიალზე და ვერც პლეი ოფებში თამაშის უფლება მოიპოვა.

 

A ლიგის უძლიერესი ნაკრებები კი ასე გადანაწილდნენ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g