LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია იგეგმება

84

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია იგეგმება, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბრძანება გამოსცა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, რეორგანიზაციის შედეგად მიღებული იქნება მთავრობის ადმინისტრაციის ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა“.

პრემიერის ბრძანების თანახმად, ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს დაევალა, რომ რეორგანიზაციის მიზნით ღონისძიებები დაგეგმოს.

რაც შეეხება რეორგანიზაციის შედეგად დაზოგილ თანხებს, ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, პირველადი რეორგანიზაციის შედეგად ბიუჯეტიდან დაიზოგა 3 მილიონი ლარი.

„ეს პროცესი გრძელდება, თუმცა საბოლოოდ დაზოგილი თანხის ოდენობა ჩემთვის უცნობია,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

magti 5g