აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი ეხმიანება და აცხადებს, რომ „საქართველოს მთავრობის ღია ურთიერთობა პრორუსულ ექსტრემისტულ ჯგუფებთან მალე გამოიღებს შედეგს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში“.
გვინდა ყველამ, ვინც ეს ჩაიდინა, პასუხი აგოს: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი
კანდელაკის თქმით, გააზრების პროცესი საქართველოს მეგობრებს შორის, თუ რა დრამატული მოვლენა მოხდა საქართველოში, ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
კანდელაკმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ღია ურთიერთობა პრორუსულ ექსტრემისტულ ჯგუფებთან მალე გამოიღებს შედეგს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში.
„გააზრების პროცესი იმისა, თუ რა დრამატული მოვლენა მოხდა საქართველოში, საქართველოს მეგობრებს შორის, ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ ამ ანალიზის პროცესს და იმის აღქმას, რომ საქართველოს მთავრობა და ე.წ პრემიერი ღიად არიან შესული ალიანსში ღიად პრორუსულ ექსტრემისტულ ძალადობრივ დაჯგუფებებთან, ამის ანალიზი, რა თქმა უნდა, გამოიღებს შედეგებს და აღქმა იმისა, რომ ვერ გაგრძელდება ნორმალური ურთიერთობა ამ მთავრობასთან და რომ ასეთი ნორმალური ურთიერთობის გაგრძელება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს, ასევე ჩვენი მეგობრების ინტერესებს, ეს აღქმა ახლა კრისტალიზდება და ჩვენ კიდევ ვნახავთ შედეგებს.“ – განაცხადა კანდელაკმა.