საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ კანონს შეერთებულ შტატებთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ის, რაც თქვენ ნახეთ საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქართველი ხალხის ნების გამოხატვაა და მათი წინააღმდეგობაა კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანონის მიმართ, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო. მას არანაირი კავშირი არ აქვს შეერთებულ შტატებთან”, – აცხადებს მეთიუ მილერი.
“What you have seen in Georgia over the past few weeks is the Georgian people’s expression of their will, and their opposition to this Kremlin-backed law that the Georgian govt has passed. It has nothing to do with the U.S,” DoS Spox tells me.
— Alex Raufoglu (@ralakbar) June 4, 2024