LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პანდემიის გამო აღებული საგარეო ვალების დაფარვა, მომდევნო წლიდან არ მოუწევს

93
shutterstock-702171700

საქართველოს 2020 წელს კრიზისის გამო აღებული საგარეო ვალების დაფარვა, მომდევნო წლიდან არ მოუწევს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებს.

მისი თქმით, საქართველო წელს სრულად მიიღებს პანდემიიდან გამომდინარე სესხად აღებულ თანხას, რომელთა დაფარვაზე მინიმუმ 3 წლიანი საშეღავათო პერიოდი ვრცელდება.

„ანტიკრიზისული გეგმა როდესაც წარმოვადგინეთ, ვსაუბრობდით, რომ წელს 1.5 მილიარდი დოლარის სესხს ავიღებდით, აქედან 900 მილიონ დოლარზე მეტი უკვე რატიფიცირებულია. ვფიქრობთ, რომ ოქტომბერში ყველა ხელშეკრულება ხელმოწერილი იქნება. დიდი ნაწილი ჩამორიცხულია, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბერში 80%-მდე იქნება ჩამორიცხული. სავარაუდოდ ვერ მოესწრება და ახალ პარლამენტში მოგვიწევს „აზიის განვითარების ბანკთან“ ერთი ხელშეკრულების რატიფიცირება. ამ თანხებს წელს სრულად მივიღებთ. რაც შეეხება ვალის დაფარვის გრაფიკს, მხოლოდ კრიზისი გამო აღებულ ვალს თუ ავიღებთ, არცერთი ვალის დაფარვა მომდევნო წელს არ გვიწევს, იმიტომ რომ ყველს აქვს შეღავათიანი პერიოდი მინიმუმ 3 წელი, თუმცა ზოგადად ქვეყანას ვალის დაფარვა უწევს“,-აღნიშნა კაკაურიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g