LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პარლამენტის რიგი წევრებისგან ბოდიში მივიღეთ – სერგეი გავრილოვი

1923
64754176_1649400991858347_5486348974317109248_n

ჩვენ მივიღეთ ბოდიში, რომელიც საქართველოს პარლამენტის რიგი წევრებისგან მოვისმინეთ – ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, რომელიც პროტესტის ფონზე იძულებული გახდა, ჯერ პარლამენტის შენობა დაეტოვებინა აცხადებს.

“ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ პარლამენტი დაგვეტოვებინა და სასტუმროში გადავსულიყავით, სადაც სხდომა დავასრულეთ. ასამბლეამ მიიღო კოლექტიური გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ვასრულებთ ჩვენს სესიას, რადგანაც არ არსებობდა ასამბლეის მონაწილეთა უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ მივიღეთ ბოდიში, რომელიც საქართველოს პარლამენტის რიგი წევრებისგან მოვისმინეთ”, – განაცხადა სერგეი გავრილოვმა.

რუსეთის დუმის თავმჯდომარე: საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო რუსული დელეგაციის დაცვა

"ვერ შეძლეს, რუსული დელეგაციის თავდასხმისა და მუქარისგან დაცვის უზრუნველყოფა“,

ამასთან, გავრილოვი მიიჩნევს, რომ საქართველოს სამართალდამცველებმა და გენპროკურატურამ იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს, რომლებმაც ის სასტუმროდან გამოსვლის დროს სირცხვილის დერეფანში გაატარეს.

“ვფიქრობ, აუცილებელია ქართველმა სამართალდამცველმა ორგანოებმა და გენპროკურატურამ ამ ექსტრემისტების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. მათ შორის, ქართული პარლამენტის იმ დეპუტატებისაც, რომლებიც ფიზიკური დაპირისპირებით იმუქრებოდნენ. იმუქრებოდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციის წევრების მკვლელობით. ტრიბუნებიდან აცხადებდნენ, რომ ჩვენ გვკლავდნენ და გააგრძელებენ კიდეც მოკვლას,” – ყვება გავრილოვი.

თუმცა, ამ ბოლო ნაწილს სიმართლესთან საერთო არ აქვს. რუს დეპუტატს სიცოცხლის მოსპობით პარლამენტის ტრიბუნიდან არავინ დამუქრებია.

სერგეი გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელსაც ქართული მხრიდან ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უწევდა ორგანიზებას.  ფორუმი 19 ივნისს დაიწყო და 22 ივნისის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g