ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტებმა” პარლამენტის სხდომა დატოვა. რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მთავრობის დამტკიცების საკითხს განიხილავენ, ირმა ინაშვილი სიტყვით გამოვიდა და ფრაქციის წევრებს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.
ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილის თქმით, ის და მისი ფრაქცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ სამთავრობო გუნდს ნდობას არ უცხადებს და აქედან გამომდინარე, ისინი კენჭისყრისას დარბაზში არ იქნებიან.
