საქართველოს საპრეზიდენტო არჩევენებზე კენჭს ოფიციალურად 25 კანდიდატი იყრის, თუმცა მახვილგონივრული და ხალისის ხასიათზე მყოფი ჩვენი ამომრჩევლის გამოისობით, წრე ფართოვდება. ყველა არჩევნებს ახლავს თან სახალისო ეპიზოდები და დღეს “ფორტუნამ” ისინი საიტზეც შემოგთავაზათ და პირდაპირ ეთერშიც. ერთ-ერთი მათგანი კი სპორტს, კერძოდ ფეხბურთს უკავშირდება. ამომრჩეველმა ხმა მისცა ქართული ფეხბურთის მომავალს – გიორგი ჩაკვეტაძეს. ამის დამადასტურებელი ფოტოც გადაიღო და სოცქსელებში გამოფინა – ჩემი ხმა ნიჭიერებას და მომავალს! – ასე ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება ვინმე გიო არჩვაძემ.

