საქართველოს პრეზიდენტის მადლობა თამარ ჟვანიას და ცესკოს – სალომე ზურაბიშვილმა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრისას აღნიშნა, რომ დემოკრატიული ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ მიუკერძოებელ ინსტიტუტზე, საარჩევნო პროცესის ქვაკუთხედზე – საარჩევნო ადმინისტრაციაზე და მის ქალ თავმჯდომარეზე ზეწოლა, მუქარა და შეურაცხყოფა მიუღებელია.
აქ გადის ბრძოლის ხაზი: 21 ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება დაწერა
"თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს, თუ არ აპირებს ჩამოსვლას, მაშინ თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას".
ზურაბიშვილმა მადლიერება გამოხატა იმისთვის, რომ მათ შეძლეს პანდემიის მძიმე პირობების და გამოწვევების მიუხედავად ორგანიზება გაეწიათ სამაგალითო და დემოკრატიული არჩევნებისთვის.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებს არ აღიარებს ოპოზიცია და ამბობს, რომ იყო დაშინება, მუქარა , მოსყიდვა და ძალადობა. ამავე ფაქტების შესახებ წერენ საერთაშორიო ორგანიზაციები და დამკვირვებლები საკუთარ შეფასებებში.
