LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტს ახალი ეკონომიკური მრჩეველი ჰყავს

61

საქართველოს პრეზიდენტს ახალი ეკონომიკური მრჩეველი ჰყავს. ამ თანამდებობაზე  მაია მელიქიძე დაინიშნა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აბაშიშვილის ინფორმაციით,  მელიქიძე იმ საუკეთესო სამ კანდიდატს შორის იყო დასახელებული, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარედგინა.

მაია მელიქიძის თქმით, იგი შეინარჩუნებს იმ კურსს, რომელიც  საქართველოს პრეზიდენტს და მის გუნდს აქვთ აღებული.

”პრეზიდენტის მთელი გუნდი ღია და გამჭვირვალე იყო საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას,  პრესასთან ურთიერთობისას. მე ვინარჩუნებ ამ კურსს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კვალიფიკაცია, გამოცდილება და ცოდნა ნამდვილად გამოადგება ქვეყანას. მე ყოველთვის მზად ვარ ნებისმიერი რისკის შემცველ თემებზე კომუნიკაციისთვის”, – განაცხადა მელიქიძემ.

პრეზიდენტის ახალი ეკონომიკური მრჩეველი 2013 წლიდან დღემდე მუშაობდა “ლიბერთი ბანკში”, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო აუდიტორთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსად.

2008 – 2009 წლებში მუშაობდა „საქართველოს ბანკში“ უფროს საგადასახადო პარტნიორად,

2004 – 2008 წლებში ERNST & YOUNG – „დაზღვევისა და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებაში“ უფროს აუდიტორად,

2003-2004 წლებში „ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოში“ – MCG პროექტის მენეჯერად/კოორდინატორად,

2001-2002 წლებში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში, ეკონომიკური რეფორმების დეპარტამენტში.

მაია მელიქიძე ეწევა სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას. 2012 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ლექტორი. განათლება მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში, ევროპული მართვის სკოლაში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g