LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზამ პროფესიული დღე აღნიშნა და თანამშრომლები სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა

112
11

საქართველოს რკინიგზამ პროფესიულ დღე აღნიშნა. კომპანიის ხელმძღვანელობამ  სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა და მათ სპეციალური ჯილდოები გადასცა.

საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები – ეს ნომინაციების არასრული ჩამონათვალია. წელს კომპანიამ ასზე მეტი თანამშრომელი დააჯილდოვა.

გამარჯვებულებს ფულადი პრემიები, სიგელები და სხვა საჩუქრები საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და ფილიალების ხელმძღვანელებმა გადასცეს.

საქართველოს რკინიგზის თანამშრომელთა მორალური და მატერიალური წახალისება განსაკუთრებული ძალისხმევისა და შედეგების დროულ დაფასებას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ რკინიგზელების დაჯილდოება და პროფესიული დღის აღნიშვნა საქართველოს რკინიგზის მრავალწლიანი ტრადიციაა.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს მთავრობის განკარგულებით 10 ოქტომბერი რკინიგზელთა დღედ ოფიციალურად 2022 წელს გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები