LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება

399
შეხვედრა

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ, აშხაბადში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, თურქმენეთის, უზბეკეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელებთან 2025 წლის ტვირთბრუნვის მონაცემები და 2026 წლის გეგმები განიხილა.

საუბარი ასევე შეეხო რეგულარული საკონტეინერო ბლოკმატარებლის მოძრაობის საკითხებს. აღინიშნა მარშრუტის გაციფრულების, კერძოდ ელექტრონული  დოკუმენტაციის დანერგვის საჭიროება და ტვირთების მოძრაობის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის აუცილებლობა, რისთვისაც მხარეებს შორის თანამშრომლობის გრაფიკი გაიწერა. სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლის არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით კი, ერთობლივი ვიზიტი  განხორციელდება თურქმენბაშის პორტში.

საქართველოს რკინიგზა, შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობისთვის, აქტიურად განაგრძობს მუშაობას მარშრუტზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობების გაზრდისა და ტვირთმფლობელებისთვის მომსახურების სწრაფი, თანამედროვე და მოქნილი პირობების შეთავაზების მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g