საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებელი რეკორდულად იზრდება. კომპანიამ 2025 წლის იანვარში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 14%-ით მეტი – 1 123 000 ტონა ტვირთი გადაზიდა.
30%-ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი, 37%-ით – საკონტეინერო გადაზიდვების ნაწილში. უფრო კონკრეტულად – ნავთობპროდუქტების გადაზიდვების მაჩვენებლები გაზრდილია 21%-ით, ქიმიკატების 35%-ით, ხოლო მშრალი ტვირთის 70%-ით.
როგორც საქართველოს რკინიგზაში აღნიშნავენ, კომპანიის მიზანი ზრდის ამგვარი ტენდენციის წლის მთლიან ჭრილში შენარჩუნებაა.
(R)