LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საელჩო ისრაელში დღეს, საქართველოს მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხებს

82
Untitled design (6)

ისრალეში მიმდინარე პროცესების პარალელურად, საქართველოს საელჩო ისრაელში, მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას განაგრძობს.

საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, ისრაელის დროით 19:00 საათზე, საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან ონლაინ შეხვედრას გამართავს, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდება.

იმისათვის, რომ მოქალაქეებმა ონლაინშეხვედრაში მონაწილეობა მიიღონ, საელჩო მითითებებს ავრცელებს:

“ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ნომრებიდან ერთ-ერთზე გამოაგზავნოთ თქვენი ტელეფონის ნომერი ტექსტით – “შეხვედრა საელჩოსთან”.
შეხვედრის ბმული მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მოცემულ ტელეფონის ნომრებზე დაგეგზავნებათ.

საკონტაქტო ნომრებია:  +972 526 91 90 92;    +972 528 88 85 13;    +972 524 44 03 85

ვრცელდება სატელეფონო შეტყობინებები, მათ შორის ქართულ ენაზეც, რომელიც შესაძლოა ტერორის მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული: საქართველოს საელჩო ისრაელში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g