LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთომ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა

88
20181128_152135

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიურომ გამოაქვეყნა.

დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი საარჩევნო კამპანიისას და უშუალოდ არჩევნების დროს განვითარებული პროცესები.

“არჩევნების ორივე ტური ჩატარდა დროულად, ეფექტიანად და პროფესიონალურად. არჩევნები საერთო ჯამში იყო გამჭირვალე და სამართლიანი, ყველა საჩივარი და გადაწყვეტილება დროულად ქვეყნდებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე,“ – აღნიშნულია ეუთოს განცხადებაში.

ეუთოს ორგანიზაციის განცხადებით, ვალების განულების შესახებ მთავრობის წინასაარჩევნო ინიციატივამ არასამართლიანი უპირატესობა მიანიჭა “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს. დოკუმენტში საუბარია მეორე ტურის წინ ამომრჩეველზე ზეწოლასა და დაშინებაზე. გარდა ამისა, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია შემოწირულობების კუთხით უთანასწორო გარემოზეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g