საქართველო-თურქეთის საზღვრიდან 80 კილომეტრში, ღია ზღვაში აშენებული აეროპორტი იხსნება. „ავიანიუსის“ ინფორმაციით, რიზე-ართვინის აეროპორტი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მონაწილეობით 14 მაისს გაიხსნება.
არსებული ინფორმაციით, ახალ აეროპორტს 3 ათასი მეტრი სიგრძისა და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი ბილიკი ექნება და ის ყველა სახის თვითმფრინავის მიღებას შეძლებს.
აეროპორტი წელიწადში სამი მილიონი მგზავრის გადაყვანაზეა გათვლილი და მოემსახურება როგორც რიზესა და ართვინს, ისე მთელი შავი ზღვის რეგიონს.
აღსანიშნავია, რომ რიზე-ართვინის აეროპორტის გახსნის შემდეგ, ის თურქეთში მეორე აეროპორტი იქნება, რომელიც ღია ზღვაში გაიხსნება. პირველი აეროპორტი შავი ზღვის აკვატორიაში უკვე ფუნქციონირებს.