LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ახალ ატაშესა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ახალ უფროსს შეხვდა – თავდაცვის სამინისტრო

329
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ახალ ატაშესა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ახალ უფროსს შეხვდა - თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშესთან, პოლკოვნიკ ჯონათან ადამსთან და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ახალ უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ ენდრიუ ანდერვუდთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ახლადდანიშნული ატაშე და ODC-ის უფროსი თავდაცვის მინისტრს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა წარუდგინა. თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ ჯონათან ადამსსა და ვიცე-პოლკოვნიკ ენდრიუ ანდერვუდს საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.    

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

magti 5g