საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ქართველ მოხალისეებთან ერთად უკრაინის დასახმარებლად ჩამოვიდა, რათა რუსი ფაშისტების წინააღმდეგ იბრძოლოს, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში საბრძოლველადაა ჩასული. მან განცხადება რამდენიმე დღის წინ საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე გაავრცელა.
„ალბათ ვერ წარმოვიდგენდი, თუ 48 წლის ასაკში საქართველოს თავისუფლებისთვის უკრაინაში ვიბრძოლებდი, თანაც იარაღით ხელში.” – წერდა ირაკლი ოქრუაშვილი

