10 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „დანტე ალიგიერის საზოგადოების დღე“ – იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება აღინიშნა, რომელიც 120 წელზე მეტია, მთელ მსოფლიოში იმართება.
დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) მიერ ორგანიზებული და საქართველოში იტალიის საელჩოს პატრონაჟით გამართული ღონისძიების მრავალრიცხოვან სტუმრებს მიესალმნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი ნინო ცერცვაძე და დანტე ალიგიერის საზოგადოების წარმომადგენელი ალესანდრო სალაკონე.
იტალიის ელჩმა დ’ანტუონომ ხაზი გაუსვა კულტურული კავშირების მნიშვნელობას, მადლობა გადაუხადა დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იტალიური ენის სწავლებისა და გავრცელებისთვის გამიზნული ერთობლივი ინიციატივების განხორციელებისთვის და იტალიური ენის უფასო სასწავლო კურსდამთავრებულებს ADA-ს საერთაშორისო ატესტატები გადასცა.
დამატებითი ინფორმაცია იხ.ბმულზე:
🇮🇹 Ieri, presso l’Università Tecnica della Georgia si è svolta la “Giornata della Dante”, uno tra i più importanti…
Posted by Ambasciata d'Italia a Tbilisi/იტალიის საელჩო საქართველოში on Wednesday, June 11, 2025