LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს უძრავი ქონების გამოფენა გაიმართება, სადაც საკუთარ ნაწარმს კომპანია “ლეგიც” წარადგენს

2084
11990649_911116165604281_5543349919168630735_n

20-22 მაისს უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, საქართველოს უძრავი ქონების გამოფენა გაიმართება, სადაც საკუთარ ნაწარმს კომპანია “ლეგიც” წარადგენს.

შპს “ლეგი” წამყვანი ბეტონის ნაკეთობების კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2011 წელს. კომპანია ვიბროდაწნეხილ ფილებს, საბორტე ქვებსა და სამშენებლო ბლოკებს აწარმოებს. “ლეგიში” იქმნება პროდუქტი, რომელიც არის: ეკოლოგიურად უსაფრთხო, ასევე ყინვამედეგობის, წყალშთანთქვის, მდგრადობისა და ცვეთადობის მოთხოვნების შესაბამისი.

“ლეგის” პროდუქციით მოპირკეთებულია ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიცაა: ბათუმის ბულვარი, ბოტანიკური ბაღი, ფოთისა და ბათუმის ტერმინალი, სომხეთის საბაჟო გამშვები პუნქტი და სხვა უამრავი ობიექტი.

გამოფენა გაიმართება ექსპო ჯორჯიას სივრცეში, წერეთლის #118 . ადგილზე Მისულ სტუმრებს დახვდებათ ძალიან ბევრი სიურპრიზი და სიახლე.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g