თიკა ფაცაცია, თაკო ჩხეიძე და ლიკა კვარაცხელია, რომლებიც პორტუგალიაში მოგზაურობენ, როგორც ჩანს დროს მხიარულად ატარებენ. მეგობრები სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ ერთობლივ კადრებს, სადაც ნათლად იგრძნობა მათი განწყობა და საინტერესო თავგადასავლები.
ცოტა ხნის წინ თიკა ფაცაციამ გამოაქვეყნა ვიდეო კოლაჟი, რომელიც პორტუგალიური მოგზაურობის ამსახველ საუკეთესო მომენტებს აერთიანებს.
„საქართველოს ულამაზესი გოგოები ჰყავს თქვენი სახით! ბედნიერი დღეები არ მოგშლოდეთ!“, „სამი ულამაზესი არსება, სალომე გაკლიათ“, – უწერენ კომენტარებში გამომწერები.