20 იანვარს სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან დაცემას ვარაუდობენ. დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია თოვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 იანვრამდე, ღამის საათებში, კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის მოასალოდნელმა დაწევამ -4, -6 გრადუსამდე, შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით, ლიმონის ნარგავები დააზიანოს.
რაც შეეხება ამინდს და ტემპერატურას რეგიონების მიხედვით:
სინოპტიკოსები თოვლს ვარაუდობენ ბათუმში. დღის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი 0.
ითოვებს ქუთაისშიც. დღისით ჰაერი +1 გრადუსამდე გათბება, ღამით ნავარაუდევია -4 გრადუსი ყინვა.
თოვლს ვარაუდობენ ოზურგეთსა და ფოთშიც. ზუგდიდში დღისით +2, ღამით -5 გრადუსი იქნება.
სოხუმში დღისით +2 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ტემპერატურა მკვეთრად იკლებს მესტიაშიც, სადაც ამ დროისთვის თოვს. რაც შეეხება ტემპერატურას, დღისით -6, ხოლო ღამით -15 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვაა მოსალოდნელი ბორჯომსა და ბაკურიანშიც.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილშიც ასევე ნავარაუდევია თოვლი:
გორში დღისით +1 გრადუსი, ღამით -4 გრადუსი ყინვა;
თელავში დღის განმავლობაში ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდევი.
დღისით -1, ღამით კი -3 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, სინოპტიკოსები აქაც თოვლს ვარაუდობენ.
რუსთავში დღისით +3, ხოლო ღამით -3 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში დღეს მოსალოდნელია მცირე თოვა, დღისით +3, ღამით კი -2 გრადუსი ყინვა იქნება.