LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს უნივერსიტეტის“ ლექტორებმა სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართეს

135
Untitled-design-3-6

„საქართველოს უნივერსიტეტის“ ლექტორებმა უნივერსიტეტის შენობასთან მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. ისინი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სოლიდარობას უცხადებენ უნივერსიტეტის დამფუძნებელ გიული ალასანიას და აპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში ყოფნას.

“პრეზიდენტი სააკაშვილი არის გადასაყვანი მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც დაცული იქნება მისი სიცოცხლის უფლება და გამორიცხული იქნება მისი ჯანმრთელობის ისეთი გართულებები, რომელიც შესაძლებელია ფატალურად დასრულდეს“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

mazda magti 5g