ევროვიზიის სიმღერის რიგით 65-ე კონკურსის მეორე ნახევარფინალური შოუ როტერდამში გაიმართა.
თორნიკე ყიფიანი ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალში წარდგა მსმენელის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი მეათე ნომრად გამოვიდა და სიმღერა – „You“ შეასრულა.
მეორე ნახევარფინალიდან კონკურსის ფინალში 10 ქვეყნის მონაწილე გადავიდა, მათ შორის საქართველო ვერ მოხვდა.
მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 17 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, სერბეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, პორტუგალია, ისლანდია, სან-მარინო, შვეიცარია, საბერძნეთი და ფინეთი.
ევროვიზიის ფინალი 22 მაისს გაიმართება, პირდაპირ ტრანსლაცია კი საქართველოს პირველი არხზე 23:00 საათიდან დაიწყება