LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს წითელას ვაქცინის 30 000 დოზა გადაეცემა – სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი

vakcina

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით საქართველოს წითელას ვაქცინის 30.000 დოზა გადაეცემა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა ფეისბუქის თავის გვერდზე დაწერა.

„საქართველოს დასახმარებლად, ჩემი ბრძანებით, მათ მიეცემათ 30.000 დოზა წითელას ვაქცინა, რადგან ჩვენი მეზობელი ქვეყანა უფრო ეფექტურად და სწრაფად ებრძოლოს წითელას ეპიდემიას, რადგან როგორც იცით, დაავადებებს საზღვრები ვერ აკავებენ.

გუშინ მე ვესაუბრე ჩემ ქართველ კოლეგას დავით სერგეენკოს საქართველოში წითელას შემთხვევების შესახებ. მან მითხრა, რომ ჯერჯერობით 1028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც, ძირითადად იმასთანაა დაკავშირებული, რომ 90-იან წლებში ბავშვებს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ უტარდებოდათ. მე ასევე შევიტყვე, რომ საქართველოში განხორციელებული ანტი ეპიდემიური ღონისძიებების გამო, დღეში დაფიქსირებული 50-60 შემთხვევა შემცირდა 35-მდე, მათ შორის 20-40 წლის ასაკის მოსახლეობის ინტენსიური ვაქცინაციის ჩათვლით.

საბედნიეროდ, სომხეთში წითელას ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა 2007 წელს, ჩვენს ქვეყანაში წითელას ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო. უკანასკნელი ინციდენტი ჩაიწერა 2018 წლის დეკემბერში რუსეთიდან ჩამოსული მგზავრის მიერ, თუმცა არ გავრცელებულა. მოვუწოდებ საზოგადოებას ჩაიტარონ ყველა ვაქცინაცია, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული იმუნიზაციის პროგრამის მიერ, ხოლო გართულების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს“, – წერს მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები