საქართველოს წითელი ჯვარი 1 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით აქსის თაუერის შენობაში (ჭავჭავაძის N37-ში) იწყებს საქველმოქმედო კამპანიას #მათვჭირდებით. აღნიშნული კამპანიის მთავარი სამიზნე ჯგუფი საქართველოს წითელი ჯვრის შინ მოვლის პროგრამის 400 ხანდაზმული ბენეფიციარია.
ჩვენი მიზანია გავუფერადოთ დღესასწაული მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ჩვენ წარმატებით განავახორციელეთ არაერთი პროექტი, როდესაც საზოგადოების მაღალი აქტივობით შეგროვდა ფულადი შემოწორულობა და ამანათების ძალიან დიდი რაოდენობა და საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეების თავდაუზოგავი შრომით შევძელით უამრავი ადამიანის დახმარება ქვეყნის მასშტაბით.
მოვუწოდებთ საზოგადოებას ერთად ჩავერთოთ აღნიშნულ კამპანიაში. გაიღე დონაცია!
შეგახსენებთ, რომ შეგროვილი თანხით შეიქმნება საშობაო ამანათები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შინ მოვლის პროექტის 400 ბენეფიციარისთვის.