LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერმეკ კოშერბაევი ეწვია

338
ერმეკ კოშერბაევი

ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერმეკ კოშერბაევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, ერმეკ კოშერბაევი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება.

ასევე, დაგეგმილია შეხვედრები მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან.

magti 5g