22-26 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება და შედარებით დათბება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განაცხადა, ამაღამ აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ყინვა შენარჩუნდება და -8;-3 გრადუსი იქნება; დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი -2;+3 გრადუსია მოსალოდნელი; მათ შორის თბილისში ამაღამ კვლავ ყინვა დაფიქსირდება და ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ხვალ კი მთაში დღისით +6 ; მაღალმთაში – +4 გრადუსია მოსალოდნელი.
21 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იწვიმებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში 21 დეკემბრის ღამით მოსალოდნელია 0; +6 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით – -1;+3;
22 დეკემბრიდან საქართველოში ყინვები შესუსტდება და დათბება, თუმცა მთასა და მაღალმთაში თოვლი და ღამით ყინვები შენარჩუნდება. კერძოდ, 22-26 დეკემბერს საქართველოში ტემპერატურა შედარებით მოიმატებს და უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც დღისით +7;+12; ტემპერატურაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს მთაში ღამით მოსალოდნელია -6 გრადუსი; მაღალმთაში – -12. დღისით კი მაღალმთაში +5 იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება, მაღალმთიან რაიონებში ღამით კი -16 გრადუსი.