LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

138
ლევან

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და კატარის სახელმწიფოს ტრანსპორტის მინისტრმა ჯასიმ ბინ საიფ აჰმედ ალ სულაიტმა საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების აღიარების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ხელმოწერა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში“ გაიმართა.

აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს ქართველი მეზღვაურების დასაქმებას.

ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ კატარი 73-ე სახელმწიფო გახდა, რომელთანაც მეზღვაურთა სერტიფიკატების აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოს მემორანდუმები აქვს გაფორმებული.

magti 5g