LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და კორეას შორის ავიამიმოსვლა დაიწყება

96
samolet1

კორეის რესპუბლიკაში, სეულში, ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორეის მთავრობის მხრიდან აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, კან კუნგ-ვამ, ხოლო საქართველოს მთავრობის მხრიდან, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა,ოთარ ბერძენიშვილმა.

აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შესაძლებლობათა გაფართოებას, ორი ქვეყნის ხალხთა შორის მეგობრობის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთთანამშრომლობის დამყარების მნიშვნელობას, ასევე ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g