LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და მაროკოს საავიაციო უწყებების წარმომადგენლებმა საჰაერო მიმოსვლის საკითხებზე შეხვედრა გამართეს

118
მაროკო

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით, ქალაქ რიადში მიმდინარე საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოსა და მაროკოს საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყების პერსპექტივები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ სამოქალაქო ავიაციის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებისა და ავიაკომპანიებისთვის პირდაპირი ფრენების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გაფორმების თაობაზე მუშაობას დაიწყებენ. შეხვედრის ფარგლებში, ქართულ მხარეს მაროკოს მხარის მიერ შემუშავებული საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტი გადმოეცა, რომელზეც საავიაციო ხელისუფლებები მუშაობას გააგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებას წამყვანი მაროკოული ავიაკომპანიების – „Royal Air Maroc“-ისა და „Air Arabia Maroc“-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სააგენტოს მხრიდან, ავიაგადამზიდველებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს საავიაციო ბაზრისა და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების ძირითადი მაჩვენებლების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები