LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა

106
AJet

Turkish Airlines-ის შვილობილმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ AJet ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ფრენები კვირაში ოთხჯერ განხორციელდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და თურქეთის მხარის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თურქეთი საქართველოსთვის რჩება საჰაერო მიმოსვლის ყველაზე აქტიურ პარტნიორად – ორ ქვეყანას შორის წელიწადში მილიონზე მეტი მგზავრი გადაადგილდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g