2020 წელს, თბილისში, პირველი ახალშობილი 04:55 წუთზე დაიბადა. ის ცნობილი მომღერლის მარიკო ებრალიძის შვილია. ბიჭუნას დანიელი დაარქვეს.
ახალი წლის ღამეს გაგუას კლინიკაში დანიელის გარდა კიდევ 5 პატარა გაჩნდა.
რაც შეეხება რეგიონებს, პირველი ბავშვი, ბათუმში 2020 წელს, 00:01 სთ-ზე დაიბადა და მას საბა დაარქვეს.
ერთი წუთის შემდეგ კი, 00:02 სთ-ზე გოგონა – ლილე კახიანი მოევლინა ქვეყანას.