LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 50 მილიონი დოლარის საინვესტიციო ფონდი შეიქმნება

63
258353887-4595201803902776-900220938615427367-n

საქართველოში 50 მილიონი დოლარის საინვესტიციო ფონდი შეიქმნება, რომელიც ქართულ სტარტაპებში ჩადებს ინვესტიციებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „კატაპულტ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, Catapult Georgia ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებში 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს, ხოლო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 5 მილიონის თანამონაწილეობით იქნება ფონდში წარმოდგენილი, რათა ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების სწრაფ წინსვლას გლობალურ ბაზრებზე.

მნიშვნელოვანია, რომ ფონდი შექმნილია ცნობილი ამერიკული ვენჩურული კაპიტალის მონაწილეობით, ფონდის მმართველი პარტნიორი ჯონათან თაუერი კი 20 წლის განმავლობაში სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს სილიკონ ველიზე და მისი მხარდაჭერით არაერთი სტარტაპი გარდაიქმნა წარმატებულ კომპანიად.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯონათან თაუერი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის საინვესტიციო კომიტეტის წევრი იყო, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული ექსპერტებით არის დაკომპლექტებული.

„ამ სამი წლის განმავლობაში ამერიკელი ექსპერტები და ინვესტორები დარწმუნდნენ, რომ მართლაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, რომ საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემა შექმნილიყო და ჩვენი სტარტაპები გახდნენ გლობალურად კონკურენტუნარიანები. ასე რომ, ჩვენ მოვედით დღევანდელ ლოგიკურ შედეგამდე –  იქმნება 50 მილიონიანი საინვესტიციო ფონდი, რომელშიც სახელმწიფოც მიიღებს მონაწილეობას. კერძოდ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო წარმოდგენილი იქნება, როგორც მინორიტარი პარტნიორი. ეს არ არის დაკავშირებული დიდ ინვესტიციასთნ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ამ ახალ ინიციატივაში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “კატაპულტ ჯორჯიას” შორის პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ინოვაციების, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის, ახალი  ტექნოლოგიების განვითარება არის სახელმწიფოს პრიორიტეტი. მისივე თქმით, სწორედ ეს იქნება ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივი უახლოეს წლებში.

„კატაპულტი“ არის ვენჩურული კაპიტალის ფონდი, რომელიც სპეციალიზირებულია სილიკონის ველის გარეთ განვითარებად ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. მათ ინვესტირება განახორციელეს 100+ კომპანიაში. ფონდის მმართველმა პარტნიორმა ჯონათან თაუერის ინვესტიციებმა 7 მილიარდ დოლარზე მეტი უკუგება (Exit) გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g