LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ახალგაზრდები ტექნოლოგიურ სიახლეებს არც ამ ვითარებაში ჩამორჩებიან

103
კორო715-01-01

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის და მიმდინარე მოვლენების გამო, IT Academy Step-, დროებით, 3 მარტიდან გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, რომელიც თავისი დონით  არ ჩამოუვარდება აკადემიის პროგრამის კლასიკურ სწავლებას. აღნიშნულთან დაკავშირებით აკადემია ოფიცალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ფორტუნა“ უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო მშობლებო მსოფლიოში სიტუაციის გაუარესების და უკვე საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ინფიცირების ფაქტების უმრავლესი შემთხვევების გამო, IT Academy Step-ი, დროებით, 3 მარტიდან გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, რომელიც თავისი დონით  არ ჩამოუვარდება აკადემიის პროგრამის კლასიკურ სწავლებას. მთელი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტეპერებმა ფუჭად დრო არ დაკარგონ და არ ჩამორჩნენ ტექნოლოგიურ  განვითარებას.

გარდა თავისი სტუდენტებისა და მათი ოჯახის წევრებისა, „აიტი აკადემია სტეპი“ ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე და ჩვენი ბავშვების განვითარებაზე და გვიცხადებს მხარდაჭერას იმით, რომ თქვენი და თქვენი შვილებისთვის, სრულიად უფასოდ იწყებენ ონლაინ ლექციებს და მასტერკლასებს. გაძლევთ საშუალებას, დაამყაროთ ურთიერთკომუნიკაცია და კარანტინის პერიოდში მიიღოთ  საინფორმაციო ტექნოლოგიური სიახლეები. ამით  კი აიმაღლებთ სწავლების, კომპიუტერის ცოდნის და დისტანციური კრიტიკული აზროვნების დონეს“, – აცხადებენ აიტი აკადემიაში.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ და თქვენი შვილები დაინტერესებული იყოთ სახლიდან გაუსვლელად გამოიყენოთ მოცემული დრო სხვადასხვა მიმართულებების სწავლისთვის და შემეცნებისთვის, რომლებიც მომავალში მუშაობაში დაგეხმარებათ და როგორც იტყვიან, უფრო ძლიერ და გამოცდილ სპეციალისტებად გაქცევთ“, – ამბობს აკადემის დირექტორი მაკა მახათაძე.

უქმად ნუ იქნებით, დაურეკეთ და დაუკავშირდით ფეისბუქ გვერდიდან და მიიღეთ ინფორმაცია თუ როგორ ჩაერთოთ ამ დიდ აქციაში. არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები