LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ახალი ფილმის გადაღებაზე 840-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება

105

ქართული საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions მხატვრული ჟანრის ქართულ-ფრანგულ-კოპროდუქციაზე მუშაობს. ფილმის სახელწოდებაა “მზის გოგონები“ („Girls on the Sun”) .

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ფილმის გადაღებები კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.

“ფილმის სიუჟეტი ქურთისტანში ვითარდება, სადაც 2 განსხვავებული ქალის ცხოვრება იკვეთება. მთავარი გმირი ბაჰარი ქურთების, ქალთა ბატალიონის “მზის გოგონების ხელმძღვანელია”, ხოლო ფრანგი ჟურნალისტი მატილდა, მიმდინარე მოვლენების გაშუქებითაა დაკავებული. აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღებები, რომელიც სექტემბრის ბოლოს დაიწყება, ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც 840-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ხოლო, ფილმის ლოკაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო, ლოკაციები, კერძოდ: ახალციხესა და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიები შეირჩა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მათივე ცნობით, კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომო-კამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი უფროდაუფრო აქტუალური ხდება და უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს. პროექტის ამოქმედებიდან სულ მცირე დროში უკვე 6 ფილმი გადაიღეს. ხოლო 2 ფილმის გადაღება სულ მალე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g