LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ახალი სტრუქტურა ამოქმედდა – ვის გააკონტროლებს ზედამხედველობის სააგენტო

132
magalsart-

ქართულ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამონაცვლედ ითვლებოდა. აქამდე, ეს სააგენტო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე ნებართვის გაცემას, ზედამხედველობას და პროდუქტის ბაზარზე კონტროლს ერთად ახორციელებდა. მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით კი, ამ ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის გამიჯვნა მოხდა.

საქართველოში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ამოქმედდა, რომელიც მკაცრად გააკონტროლებს იმ სამშენებლო მასალების ხარისხს და შემცველობას, რომელიც გამოყენება მშენებლობებში. ასევე, კონტროლს გაუწევს კომპანიებს, რომლებიც მუშაობენ ქვეყანაში სხვადასხვა სამშენებლო მიმართულებით და შეისწავლის რამდენად სასიშია მათ მიერ შემოთავაზებული პროდუქტი.

კონტროლი შეეხებათ სათამაშოებსა და ფეთქებად მოწყობილობებსაც.

უკონტროლო პიროტექნიკა – როგორ ვისროლოთ მაშხალა უსაფრთხოდ 

“ზედამხედველობა ხორციელდება ყველა კანონმდებლობით დაფარულ სფეროზე, რისკის ანალიზის საფუძველზე შერჩევითი მეთოდით.  სათამაშოების ზედამხედველობის შესაბამისი ნორმატიული აქტი, მთავრობის დადგენილებით ტექნიკური რეგლამენტი პერსონალური დაცვის აღჭურვილობისთვის, მოწყობილობებისთვის, რომელიც გამოიყენება ფეთქებად საშიშ გარემოში.

ამ ყველაფრისთვის სანქციონირების სისტემა ამოქმედდება, რაც პროდუქტების რეალიზაციის შეჩერების ვალდებულებას მოიცავს,” – აღნიშნავს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რატი ობოლაძე.

პოლიციაში სამშენებლო კომპანია „ლ ჯგუფის“ დირექტორს კითხავენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g