LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 100 ქალი ფლობს

83
maxresdefault

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 100 ქალი ფლობს. მათ შორის არიან: ქალი პილოტი – 5, ქალი ავიამეთვალყურე – 9 და ქალი ბორტგამყოლი – 86. მონაცემები 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა. 2019 წელს, ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 83 ქალი ფლობდა, აქედან 3 პილოტი და 69 ბორტგამყოლი, ხოლო 2018 წელს – 62 ქალი, აქედან მხოლოდ 1 პილოტი და 51 ბორტგამყოლი.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფრენის უსაფრთხოების 34 ინსპექტორს შორის 9 ქალია. ქალები დასაქმებულები არიან ასევე, სააგენტოს 24 საათიან ოპერატიულ სამორიგეო ჯგუფში და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პოზიციებზე.

გარდა აღნიშნული სპეციალობებისა/პოზიციებისა, სამოქალაქო ავიაციის სფეროში, ქალები დასაქმებულები არიან სხვა, არანაკლებ საპასუხისმგებლო მიმართულებებით, მენეჯერულ, ადმინისტრაციულ თუ დამხმარე პოზიციებზე. თუმცა, ისეთ ტექნიკურ დარგში, როგორიც ავიაციაა ქალების საერთო რაოდენობა, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში კვლავ ძალიან მცირეა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, წელს, ქალთა საერთაშორისო დღის თემაა: „ქალთა ლიდერობა – COVID-19-ის სამყაროში თანასწორი მომავლის მიღწევის მიზნით”. იგი წარმოაჩენს ქალების გლობალურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია თანასწორი მომავლის უზრუნველყოფისა და პანდემიის შემდგომი აღდგენითი პროცესებისკენ.

#ICAO მოუწოდებს ქვეყნებს და საავიაციო ინდუსტრიას ხელი შეუწყონ ქალთა თანასწორუფლებიან ჩართულობას და შესაძლებლობების რეალიზაციას საავიაციო სექტორში. ორგანიზაცია საავიაციო სასწავლო დაწესებულებებს, ავიასაწარმოებსა და საავიაციო ხელისუფლებებს ასევე მოუწოდებს აწარმოონ შემეცნების ასამაღლებელი კამპანიები ქალებში ავიაციისა და STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, საინჟინრო საქმე, მათემატიკა) განათლების პოპულარიზაციის მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები